ბოლო სიახლე

დისტანციური სწავლების მესამე ეროვნული კონფერენცია

ფორუმი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა შალვა ჯაბახიძემ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება განათლების სფეროში დისტანციური სეგმენტის მნიშვნელობაზე და დისტანციურ სწავლებაზე გაამახვილა. დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარების საქმეში პარტნიორების მხარდაჭერა ხაზგასმით აღინიშნა და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის ჯეფერსონის ინსტიტუტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. მონაწილეებს სიტყვით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და აშშ-ის ჯეფერსონის ინსტიტუტის პრეზიდენტმა აარონ პრესნალმა მიმართეს და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დისტანციური სწავლების ხელმძღვანელის სეი შატსის ვიდეომიმართვაც გაიმართა. ღონისძიება მიზნად თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში დისტანციური სწავლების პოპულარიზაციასა და გრძელვადიან პერსპექტივაში მისი სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროცესში ინტეგრირების მხარდაჭერას ისახავს. კონფერენციაში თავდაცვისა და უსა...

სრული სიახლე