კურსი „ხალხის მართვა და ორგანიზაციის განვითარება“ დასრულდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) თემაზე „ხალხის მართვა და ორგანიზაციის განვითარება“ კურსი გაიმართა.    კურსს სკოლის დირექტორი თეა ნიკოლაშვილი ხელმძღვანელობდა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ის თანამშრომლები დაესწრნენ, რომლებიც მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ.

ტრენინგის მიზანს მსმენელებისთვის ხედვისა და მართვის კომპეტენციის განვითარება, მენეჯერული შესაძლებლობებისა და სისუსტეების გაანალიზება და გაუმჯობესება წარმოადგენდა.

ხუთდღიანი კურსის განმავლობაში ტრენერებმა მონაწილეებთან ერთად, თანამედროვე მენეჯმენტის სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო ტენდენციებისა და ქართული მართვის სპეციფიკის საკითხები მიმოიხილეს და მართვის პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებისთვის საჭირო უნარები გაიუმჯობესეს.