ტრენინგი DIB-ში საქართველოსა და ასიმეტრიული ომის გამოწვევებზე

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში ტრენინგი -საქართველო და ასიმეტრიული ომის გამოწვევები: ანალიზისა და მოქმედების სტრატეგიული ჩარჩოები დაიწყო. კურსი DIB სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა გახსნა და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კურსს აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის (NDU) უსაფრთხოების კოლეჯის (CISA) ინსტრუქტორები და ექსპერტები გაუძღვებიან. 4 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა უწყებების უსაფრთხოების სექტორის, არასამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები სტრატეგიულ დონეზე ჰიბრიდული ომის საფრთხეებსა და სტრატეგიული რეაგირების ფორმებს გაეცნობიან, მათ შორის არაკონვენციურ ომებსა და კიბეროპერაციებს. ტრენინგის განმავლობაში NDU-ს ექსპერტები მონაწილეებს საქართველოსა და ევროპაში ასიმეტრიული ომის გამოწვევებთან დაკავშირებით გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ.