შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა DIBS-ში

 პროექტის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს თავდაცვის ძალებში: ორგანიზაციული შეფასება“ ფარგლებში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) რიგით მეოთხე და ბოლო სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას საერთაშორისო ექსპერტები და პროექტის თანახელმძღვანელები ესწრებიან. შეხვედრის მიზანია, ექსპერტების დახმარებით რეკომენდაციები შემუშავდეს და ის გადაწყვეტილებები დაიხვეწოს, რომელიც გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრასა და არსებული ორგანიზაციული გარემოს გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს. პროექტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სისტემაში ორგანიზაციული კლიმატის კვლევა განხორციელდა, რომელიც სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის განწყობების, აღქმების, დამოკიდებულების შესწავლას ითვალისწინებდა. პროექტი „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს თავდაცვის ძალებში: ორგანიზაციული კლიმატის შეფასება“ 2017 წელს დაიწყო და ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამის“ დაფინანსებით ხორციელდებოდა. მას უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრის, ესპანეთის შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების, პრემიერ მინისტრის აპარატის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.