არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა

საქართველოში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა პირველად იმართება. სემინარი ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და ხორციელდება, მის ორგანიზებაში ასევე ჩართულია ბულგარეთის საელჩო, რომელიც საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოა. „სამუშაო შეხვედრის ძირითად დანიშნულებას, ამოცანას და მიზანს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში და ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატით არსებული, მოზიდული მხარდაჭერის რესურსების აკუმულირება და სინქრონიზაცია წარმოადგენს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრები სინდიკატებში მიმდინარეობს. სამუშაო ჯგუფებად დაყოფილი ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნის 200-მდე ექსპერტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კრიზისების მართვის საბჭოსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად არსებითი პაკეტის 15 ინიციატივით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე მსჯელობენ.  ღონისძიების მთავარი მიზანია ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების სამოქმედო გეგმის თანხვედრაში მოყვანა საქართველოს თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციის, სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტისა თუ სხვა ეროვნული სტრატეგიების სამოქმედო გეგმებთან. გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს საერთაშორისო ძალისხმევების დუბლირების თავიდან აცილებას, იმ მიმართულებების განსაზღვრას, რომლებიც დამატებით მხარდაჭერას საჭიროებენ და რესურსების უკეთესი მენეჯმენტის უზრუნველყოფას. სინდიკატების მუშაობა ხელს შეუწყობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივებით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციას, რომელიც შემდგომში სხვადასხვა ეროვნული დონის დოკუმენტებში, ორმხრივ პროგრამებსა და თანამშრომლობის სხვა ფორმატებში აისახება. სემინარი ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და ხორციელდება, მის ორგანიზებაში ასევე, ჩართულია ბულგარეთის საელჩო, რომელიც საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა, წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდება.