DIB-ში კრიზისების მართვისა და კომუნიკაციის ტრენინგი დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) ტრენინგს - „კრიზისების მართვა და კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაცია საქართველოს კონტექსტში“ მასპინძლობს. სემინარი DIBS-ის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა გახსნა და მსმენელებს კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ოთხდღიან კურსს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ღიბრაძე და კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ტრენერები უძღვებიან. ტრენინგი საქართველოს შიდა კრიზისების მართვის სისტემას შეეხება. კურსის ფარგლებში მონაწილეები კრიზისულ სიტუაციებში შიდა გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებს როგორ საქართველოს, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების მაგალითზე გაეცნობიან. მსმენელები გადაწყვეტილებების მიღების განსხვავებულ სტილსაც შეისწავლიან და პრაქტიკულ ცოდნას ერთდღიანი კიბერშეტევის სიმულაციურ სცენარზე მიიღებენ. ტრენინგი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტს შორის 4-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში იმართება.