უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა დაიწყო.
ორთვიანი კურსი სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა გახსნა, უსაფრთხოების სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.
კურსს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლები ესწრებიან, სადაც თავდაცვის უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვასა და ანალიზს შეისწავლიან. პროგრამის ფარგლებში მსმენელები შესაბამის უწყებებს ესტუმრებიან და უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე ტენდენციებს გაეცნობიან.
უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა 10 სხვადასხვა სასწავლო მოდულისგან შედგება. აღნიშნულ კურსს საჯარო სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები, მოწვეული ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უძღვებიან.
პროგრამის მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში ეფექტიანი საქმიანობისთვის მონაწილეების მომზადებაა. ორთვიანი კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ