,,თანამშრომელთა მართვა და ორგანიზაციული განვითარება”

სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით, დაიწყო ონლაინ ინტერაქციული ტიპის ტრენინგი - ,,თანამშრომელთა მართვა და ორგანიზაციული განვითარება”.

ტრენინგის მიზანია მონაწილეთათვის მენეჯერული კომპეტენციების განვითარება და მართვის ციკლის გამართვისთვის აუცილებელი ეტაპების მიმოხილვა, ასევე თანამედროვე მართვის მეთოდების ანალიზი და მათი ინტეგრირების გზების განხილვა ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესრულების პროცესში.

ტრენინგი განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მისდამი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისთვის.

ტრენინგს გაუძღვებიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

ტრენინგი 25 მაისს დაიწყო და 29 მაისს დასრულდება.