პროფესიული წერა და საქმიანი კომუნიკაცია

დასრულდა ონლაინ ინტერაქტიული ტიპის ტრენინგი ,,პროფესიული წერა და საქმიანი კომუნიკაცია“, რომელიც თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით 28 – 29 მაისს გაიმართა.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთათვის პროფესიული წერისა და საქმიანი კომუნიკაციის ძირითადი პრინციპებისა და ფორმალური წერის ფორმატების გაცნობა, ასევე პროფესიული წერის უნარების გაუმჯობესება.

ტრენინგის განმავლობაში განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა: საქმიანი კომუნიკაციის არსი, ძირითადი პრინციპები, კომუნიკაციის სტილი, პროფესიული მიმოწერა, კომუნიკაციის ელემენტები და მოდელები, კომუნიკაციის ბარიერები და სხვა.

ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მისდამი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.