,,ევროკავშირი, როგორც უსაფრთხოების მოთამაშე“

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8 – 12 ივნისს გაიმართა ონლაინ ინტერაქტიული ტიპის ტრენინგი ,,ევროკავშირი, როგორც უსაფრთხოების მოთამაშე“ (The EU as a Security Actor).

ტრენინგი მიზანად ისახავდა მონაწილეთათვის ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის გამოწვევების, ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკისა და  უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.  ასევე, ცოდნის გაღრმვებას ევროკავშირისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ.

ტრენინგის განმავლობაში განხილულ იქნა  ისეთი საკითხები როგორიცაა: რა სახის უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას ევროკავშირი, ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკა: გადაწყვეტილების მიღების  პროცესი, პრიორიტეტები, შესაძლებლობები, ევროკავშირის უსაფრთხოების თანამშრომლობა,  ევროკავშირი (უსაფრთხოება) და საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება.

ტრენინგი განკუთვნილი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მისდამი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების,  თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სექტორის  წარმომადგენლებისთვის. 

ტრენინგს ხელმძღვანელობდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები.