,,ეროვნული უსაფრთხოება რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში.“

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით მიმდინარეობს ონლაინ ინტერაქტიული ტიპის მასტერკლასი ,,ეროვნული უსაფრთხოება რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში.“

პროგრამის მიზანია, ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ძირითადი კომპონენტების ანალიზი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში; რეგიონსა და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე მოვლენებისა და ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი კომპონენტების ურთიერთმიმართების გაანალიზება.

მასტერკლასს გაუძღვებიან ქართველი ექსპერტები და განხილული იქნება შემდეგი თემები:  სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების გარემო და საქართველო, შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო და საქართველო (ნატო-ს და აშშ -ს პერსპექტივა რეგიონში), ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი კომპონენტები,  ეროვნული უსაფრთხოების საგარეო პოლიტიკური ასპექტები, ეროვნული უსაფრთხოების ეკონომიკური ასპექტების მიმოხილვა და ა.შ.

პროგრამა განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მისდამი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისთვის.  

პროგრამა 15 ივნისს დაიწყო და 19 ივნისს დასრულდება.