უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში 26 ოქტომბერს დაიწყო უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა.

პროგრამაში ჩართული ქართველი საჯარო მოხელეები გაივლიან კურსებს უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: ჰიბრიდული ომები, კიბერუსაფრთხოება, კონფლიქტების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, ნატოს საორიენტაციო კურსი და ა. შ.

პროგრამის პირველ დღეს მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა სფეროთი დაინტერესებული საჯარო მოხელეებისათვის ყოველწლიურად უზრუნველყოფს უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამის მომზადებას.