თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის თანამშრომელთათვის გაიხსნა 3 დღიანი ვორქშოფი

2020 წლის 11 ნოემბერს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტთან თანამშრომლობით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის თანამშრომელთათვის გაიხსნა 3 დღიანი ვორქშოფი, რომელზეც განხილულ იქნება 2021-2025 წლებში სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვები და პერსპექტივა.

ვორქშოპის ფარგლებში აგრეთვე განხილულ იქნება კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის, როგორც თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორის როლი სკოლის მომავალ საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სტრატეგიული თანამშრომლობა უკვე 4 წელს ითვლის. თანამშრობლობის აღნიშნული პერიოდის განმავლობაში განხორციელდა 36-ზე მეტი ერთობლივი პროგრამა, ტრენინგი და სემინარი, სადაც მონაწილეობა 630-მდე მონაწილემ მიიღო.