26 ნოემბერს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით გაიხსნა დისტანციური სწავლების მე-4 ეროვნული კონფერენცია.
კონფერენცია თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა გახსნეს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს კონფერენციისათვის თვალის მიდევნება შეუძლიათ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მეშვეობით.