ნატოს მიერ სერტიფიცირებული (სტატუსით NATO Selected) საბაზისო სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი

7 დეკემბერს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, გაიხსნა საქართველოში პირველი ნატოს მიერ სერტიფიცირებული (სტატუსით NATO Selected) საბაზისო სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი.

კურსი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების დახელოვნების ცენტრის მჭიდრო თანამშრომლობით განვითარდა.

კურსი თემატურად და ფორმატით სრულად თავსებადია ნატოს სასწავლო მოთხოვნებთან, შესაბამისად მას 8 ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 20 საჯარო მოხელე და სამხედრო პირი ესწრება.

კურსს გაუძღვებიან როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.

2020 წლის მაისში, კურსის სერტიფიცირების შემდეგ, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ მიიღო უფლება ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაციის განაცხადის გაკეთებისთვის, რაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს.