საბაზისო სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი

დღეს წარმატებით დასრულდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიერ ორგანიზებული  საბაზისო სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი.

კურსის ფარგლებში ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა მიმოიხილეს თანამედროვე საინფორმაციო გარემო,  მისთვის დამახასიათებელი  უმთავრესი ასპექტები და გამოწვევები, სტრატეგიული კომუნიკაციების არსი და მნიშვნელობა, ჰიბრიდული საფრთხეების მოცემულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

კურსის დახურვისას მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა ევროპაში ნატოს მოკავშირეთა უმაღლესი მთავრსარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა - მარკ ლეიტიმ.  კურსი ოფიციალურად  საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ  რატი ბრეგაძემ დახურა.

აღნიშნული კურსი წარმოადგენს საქართველოში ნატოს მიერ სერტიფიცირებულ  (სტატუსით NATO Selected) პირველ კურსს, აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ნატოს პარტნიორ ქვეყნებში, რომელმაც სერტიფიცირებული სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი განავითარა. კურსში მონაწილეობა მიიღეს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საჯარო მოხელეებმა და სამხედრო პირებმა.

არსებული პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე 1 კვირიანი კურსი ონლაინ ფორმატში ჩატარდა.