ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი რამდენიმე პროექტისა და ღონისძიების მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს, მათ შორის უსაფრთხოების სექტორისთვის ერთობლივად შემუშავებულ ლიდერობის და მართვის პროგრამას.

როგორც თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა განაცხადა, აღნიშნული მემორანდუმი გრძელვადიანი ეფექტიანი თანამშრომლობის წინაპირობა გახდება.

მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორის გაძლიერებას.