28 ივნისს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, 5 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა - თეა ნიკოლაშვილმა სკოლის 5 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის ფარგლებში მიმოხილულ იქნა გასული წლების ძირითადი მიღწევები, ნატო-სა და საქართველოს ერთობლივი საქმიანობის შედეგები და სკოლის განვითარების სამომავლო პრიორიტეტები.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიგოლ გიორგაძემ, ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა - პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა, გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის ელჩმა - ჰუბერტ ქნირშმა და სლოვაკეთის ელჩის მოადგილემ - ზუზანა პოლოშოვამ.
გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში სკოლის, როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, ერთ-ერთი წამყვანი წარმატებული ინიციატივის როლსა და მნიშვნელობას. გამომსვლელებმა მხარდაჭერა აღუთქვეს სკოლას განვითარების შემდგომ ეტაპზე, რაც სკოლის მიერ ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაციის მოპოვებასა და შავი ზღვის რეგიონის მასშტაბის ცოდნის/დახელოვენების ცენტრად ჩამოყალიბებას მოიცავს.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და სამოქალო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.