უსაფრთხოების სექტორის მართვა, არა კონვენციური საფრთხები და გამოწვევები

მიმდინარე წლის 30 აგვისტოდან - 2 სექტემბერის ჩათვლით, სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, კოვიდ 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ონლაინ ფორმატში წარმატებით გაიმართა ტრენინგი: “უსაფრთხოების სექტორის მართვა, არა კონვენციური საფრთხები და გამოწვევები“.

ტრენინგი მიზნად ისახავდა საერთაშორისო უსაფრთხოების ძირითადი მიმართულებების და არა კონვენციური საფრთხეების მიმოხილვას, ასევე თანამედროვე ჰიბრიდული, ბირთვული და კიბერ გამოწვევების განხილვას.

ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ, ჯგუფურ სავარჯიშოებსაც და ეგრედწოდებული თვითსწავლის რეჟიმს და ონლაინ ლექციებს. ტრენინგის ბოლოს გაიცა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ერთობლივი ელექტრონული სერტიფიკატი.

ტრენინგი განკუთვნილი იყო თავდაცვის სამინისტროს და მასში შემავალი სსიპ-ების წარმომადგენლებისთვის, თავდაცვის ძალების და უსაფრთხოების ფართო სექტორის (პარლამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შსს, და ა.შ.) თანამშრომლებისთვის.

ტრენინგს უძღვებოდნენ, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები.