უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა

მიმდინარე წლის 11 ოქტომბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით  თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის შუა რგოლის თანამშრომლებისათვის, გაიმართება "უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა" ონლაინ ინტერაქტიულ ფორმატში.

 პროგრამის მიზანია თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა და ანალიზი; უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე ტენდენციების გაცნობა; უსაფრთხოების სისტემის ფუნქციონირების სპეციფიკის ანალიზი.

 მომხსენებლებს შორის არიან საჯარო სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 პროგრამა შედგება 10 სხვადასხვა სასწავლო მოდულისგან და ითვალისწინებს როგორც არჩევით, ასევე სავალდებულო კომპონენტს.

 პროგრამის მუდმივი მონაწილის სტატუსის მქონე პირისთვის  პროგრამის ყველა მოდულზე დასწრება სავალდებულოა. პროგრამა ასევე მოიცავს არჩევით კომპონენტს, რომელიც ითვალისწინებს პროგრამაში შემავალ ცალკეულ მოდულზე/მოდულებზე დასწრებას მოდულის მონაწილის სტატუსით.