საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საბაზისო ნორმებისა და პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების კურსი

მიმდინარე წლის 25-26 ოქტომბერს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით ტარდება ‘’ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საბაზისო ნორმებისა და პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების'' კურსი, სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები.

აღნიშნული სასწავლო კურსი გახსნეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა გრიგოლ გიორგაძემ და ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა - ქალბატონმა ირინე ქურდაძემ.

კურსის განმავლობაში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა  საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საბაზისო ნორმებისა და პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება; შეიარაღებული კონფლიქტების კლასიფიკაცია, ამგვარი კლასიფიკაციის მიზნებისა და შედეგების ანალიზი; ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტი ძალის ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; საქართველოს მიერადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმატებით დასრულებული საქმის შედეგების ანალიზისაერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კონტექსტში; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

კურსს გაუძღვებიან მოწვეული ქართველი ექსპერტი სპიკერები: ესექსის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი - ნათია კალანდარიშვილი; ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი - გიორგი ნაკაშიძე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი - ნინი ნიკოლაიშვილი.

სასწავლო კურსი განხორციელდა ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

კურსი ტარდება ქართულ ენაზე და გაგრძელდება 2 დღის განმავლობაში.