პროექტების მართვის უნარების გაუმჯობესების კურსი

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ნატო საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ორგანიზებითა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მენეჯერებისთვის ,,პროექტების მართვის უნარების გაუმჯობესების’’ კურსის მონაწილეებს კურსის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების აღსანიშნავი სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტის მეორე ეტაპი მოიაზრებს პროექტში მონაწილე თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მენეჯერების მიერ საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პროექტის მართვის მენეჯერის სტატუსის მოპოვებას მიმდინარე წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში.