ტრენერთა ტრეინინგი ეთიკის საკითხებზე

მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა მასპინძლობს ტრენერთა ტრეინინგს ეთიკის საკითხებზე. აღნიშნული ტრიენინგი ეფუძნება ელექტრონული სწავლების კურსს "შესავალი სამხედრო ეთიკაში", რომელიც ერთობლივად შეიმუშავეს შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრმა (DCAF) და ქინგს კოლეჯმა (Kings college Landon).

სამუშაო შეხვედრა გახსნეს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორმა, ქალბატონმა, როსარია პუგლისმა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამეტის უფროსისი მოადგილემ, მაკა პეტრიაშვილმა და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ცენტრის (DCAF) უსაფრთოხების სექტორის რეფომების უფროსმა მრჩეველმა  (Senior SSR Advisor at DCAF) ბატონმა გრაჟვიდას იასუტისმა.

აღნიშნული კურსი ხორციელდება თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრს (DCAF) შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

ტრეინინგზე განიხილება თუ რა განსხვავებაა ეთიკას, მორალსა და კანონს შორის.  ასევე შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა არაეთიკური ქცევა, მათ შორის არასათანადო მოპყრობა, დისკრიმინაცია, ნეპოტიზმი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და არაპროფესიონალიზმი.

ტრეინინგი გათვლილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მომუშავე სამოქალაქო და სამხედრო პერსონალისთვის, რომლებიც მომავალში თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ კოლეგებს. ტრეინინგი გამიზნულია თავდაცვის სამინისტროს ეთიკის საბჭოს პოტენციური წევრებისთვისა და თავდაცვის სამინისტროს ტრენერებისთვის.

კურსი ტარდება ინგლისურ ენაზე და გაგრძელდება 2 დღის განმავლობაში.