საჯარო გამოსვლა, კომუნიკაციისა და პრეზენტაციების ტექნიკები

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე  „საჯარო გამოსვლა, კომუნიკაციისა და პრეზენტაციების ტექნიკები“.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა: კომუნიკაციის მნიშვნელობა, კომუნიკაციის პროცესები და ინსტრუმენტები, ციფრული კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლის მეთოდები და პრეზენტაციის ტექნიკები.

ტრენინგს უძღვებოდნენ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ტრენერები.

პროგრამას დაესწრნენ „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრები.

ტრენინგი ჩატარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმის ფარგლებში.