პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამა - „მოხელის მენეჯერული უნარები“

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „მოხელის მენეჯერული უნარების“ პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამა დასრულდა.

პროგრამის მიზანი იყო საჯარო სამსახურში დასაქმებულ I და II რანგის მოხელეთათვის მენეჯერული უნარების განვითარება.

პროგრამის ფარგლებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფი საჯარო მოსამსახურეები გაიაზრებენ საკუთარ როლს ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბებასა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვაში. ისინი ასევე შეიძენენ იმ აუცილებელ ცოდნას ანტიკორუფციული პოლიტიკის, ორგანიზაციული ცვლილებების, ადამიანური რესურსების მართვისა და გუნდის განვითრების კუთხით, რაც საჭიროა ეფექტიანი მართვისთვის. გარდა მართვის პრაქტიკული და ეთიკური ასპექტებისა, პროგრამა ორიენტირებულია მოხელეთა სოციალური უნარების გაუმჯობესებაზე. პროგრამა საშუალებას მისცემს მენეჯერს, ერთი  მხრივ გაიაზროს ღირებულებების როლი და მნიშვნელობა საჯარო სამსახურში, ხოლო მეორე მხრივ, ყოველდღიურ საქმიანობაში მიღებული გადაწყვეტილება თუ განხორციელებული ქმედება დააფუძნოს საჯარო სამსახურისათვის მნიშნელოვან პრინციპებსა და ღირებულებებს.

პროგრამას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  მისდამი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ წარმომადგენლები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პროგრამას  მინიჭებული აქვს აკრედიტაცია.

პროგრამა 22 ნოემბერს დაიწყო და 2 დეკემბერს დასრულდა.