საჯარო გამოსვლა, კომუნიკაციისა და პრეზენტაციების ტექნიკები - ნაწილი მეორე

მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე  „საჯარო გამოსვლა, კომუნიკაციისა და პრეზენტაციების ტექნიკები“ - მეორე ნაწილი.

ტრენინგის მეორე ნაწილის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: პრეზენტაციის მომზადების ძირითადი გამოწვევები, ეფექტიანი პრეზენტატორის კომპეტენციების ჩარჩო, პრეზენტაციის შინაარსისა და ძირითადი გზავნილების მოკლედ მომზადება, შთაბეჭდილებების მენეჯმენტი და არავერბალური კომუნიკაცია.

ტრენინგს უძღვებოდა ფსიქო-განათლების ცენტრის ,,Psycho-Solutions’’ დამფუძნებელი, მაია ხოსიტაშვილი.

პროგრამას დაესწრნენ „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრები.

ტრენინგი ჩატარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმის ფარგლებში.