დასრულდა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით წარმატებით   დასრულდა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“.

პროგრამის მიზანი იყო საჯარო სამსახურში დასაქმებულ III და IV რანგის მოხელეთათვის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება.

პროგრამის ფარგლებში  მონაწილეები გაეცნენ სახელმწიფოს არსს, საქართველოს კონსტიტუციის, საჯარო სამსახურის, ანტიკორუფციული პოლიტიკის, ადმინისტრაციული წარმოების პრინციპებს, გააანალიზეს ქვეყნის სტრატეგიულ ხედვა, მის სწრაფვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

გარდა სამართლებრივი და ეთიკური ასპექტებისა, პროგრამა ორიენტირებული იყო მოხელეთა სოციალური უნარების გაუმჯობესებაზე, რაც მოიცავდა ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, დროის მართვისა და ხარისხიანი საჯარო მომსახურების უზრუნველყოფისთვის საჭირო  უნარებს.

აღნიშნულ სასწავლო პროგრამამ მოიცვა ყველა ის მნიშვნელოვანი  საკითხი, რომელსაც საჯარო მოხელე საჯარო მმართველობის ფუნქციის განხორციელებისას ეყრდნობა.

პროგრამა განკუთვნილი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მისდამი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისთვის.