მრავალფეროვნება, ინკლუზია და გენდერული თანასწორობა თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებში

მიმდინარე წლის 19-20 აპრილში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, ჩატარდა კურსი თემაზე - „მრავალფეროვნება, ინკლუზია და გენდერული თანასწორობა თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებში “.

კურსის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ როგორ ეხება მრავალფეროვნების და ინკლუზიის საკითხები თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორს, როგორია ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება.

კურსის ამოცანები იყო: რეფლექსია ორგანიზაციული კულტურის და ორგანიზაციული მრავალფეროვნების საკითხებზე; მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება; გენდერული თანასწორობა და ინკლუზია ორგანიზაციული მრავალფეროვნების კონტექსტში - მიდგომების მიმოხილვა.

ასევე მსენელს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მეოსმინა ნიდერლანდების სამეფოს ელჩის, ქალბატონ - მააიკე ვან კოლდამის ლექციისთვის.

აღნიშნული კურსი დაეხმარება მონაწილეებს, რომ უკეთ გააცნობიერონ ჩვენს გარშემო არსებული მრავალფეროვანი გარემო. დასვან კითხვები, როგორ და რატომ უნდა იყოს გათვალისწინებული მრავალფეროვნება თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების მუშაობაში.

კურსს უძღვებოდა ტრენერი შორენა ლორთქიფანიძე.