ვორქშოფი: ნატო-ს ინსტიტუციურ აკრედიტაცია და კურსების სერტიფიცირება

მიმდინარე წლის 20 აპრილს თავდაცვის ინსტიტუტციური აღმშენებლობის სკოლაში ჩატარდა ვორქშოფი ნატო-ს ინსტიტუციურ აკრედიტაციასა და კურსების სერტიფიცირებასთან დაკავშირებით. ვორქშოფის მიზანი იყო სკოლის მიერ დაგროვილი გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება დაინტერესებული მხარეებისთვის.

ვორქშოფის მონაწილეები იყვნენ თავდცავის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურების წარმომადგენლები, მათ შორის: თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი; პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, გიორგი ანწუხელიძეს სახელობის სერჟანტთა აკადემია, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია, თავდაცვის სამინისტრის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი.

ვორქშოფს უძღვებოდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმნშენებლობის სკოლის ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახურის უფროსი - ნინო ვერულაშვილი.