სწავლა და განვითარება: გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო მაგალითები

მიმდინარე წლის 28-29 აპრილს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტს შორის 4 წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება ვორქშოფი სახელწოდებით:„სწავლა და განვითარება: გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო მაგალითები.“

სესია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა, ნიდერლადების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა, მარია ქრისტინა ვან კოლდამმა, კლინგენდაელის აკადემიის დირექტორმა - ბატონმა რონ ტონმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრიდოლოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენელმა თავდაცვის სტრატეგიულ საკითხებში, ქალბატონმა ქლერ ავისონმა.

ღონისძიების მიზანია საჯარო სამსახურის და კერძო სექტორის ტრენინგ და სასწავლო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გაღრმავება, საუკეთესო გამოცდილებებისა და მაგალითების გაზიარება, წარმატებული პროექტების გაცნობა. ასევე, დისტანციური სწავლებისა და სხვა კრეატიული, ციფრული და ინოვაციური საშუალებების, სწავლისა და ორგანიზაციის მართვის პროცესებში გამოყენების წახალისება.

ღონისძიების ფარგლებში ტრენინგ ინსტიტუტებსა და მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებობა გაეცნონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ორი დღის განმავლობაში ვორქშოფის მონაწილეები ასევე გაეცნობიან ამ სფეროში მოღვაწე გამორჩეული ქართველი ექსპერტებისა და ტრენერების მოსაზრებებს.

გარდა ტრენინგ ინსტიტუტების წარმომადგენლებისა, ღონიძიება განკუთვნილია ადამიანური რესურების, განათლებისა და პროფესიული განვითარების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.