ნატოს საბაზისო სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი

მიმდინარე წლის 6-10 ივნისს, სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ უმასპინძლა ნატოს საბაზისო სტრატეგიული კომუნიკაციების კურსს (NATO Basic Strategic Communication Course), რომელიც შემუშავდა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების დახელოვნების ცენტრის (NATO StratCom COE) მხარდაჭერით.

2020 წლის მაისში, ნატოს გადაწყვეტილებით კურსმა გაიარა სერტიფიცირება და  მას მიენიჭა სტატუსი NATO SELECTED.  (ნატო-ს მიერ შერჩეული). 2022 წ. 8 ივნისს DIBS მიიღო ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაცია, შესაბამისად აღნიშნულ კურსს შეეცვალა სტატუსი  და გახდა (NATO APPROVED). ნატოს მიერ დამტკიცებული.

კურსის მიზანს წარმოადგენს საინფორმაციო გარემოს ანალიზი, საინფორმაციო აქტივობების შემუშავებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიდგომების გამოყენების შესწავლა. კურსის დროს ასევე განხილული იყო, მტრული ნარატივები, ჰიბრიდული ომის წარმოება, კიბერსაშუალებების გამოყენება სტრატეგიული კომუნიკაციის დროს, ციფრული ლანდშაფტი და სტრატეგიული კომუნიკაციები.

კურსი განკუთვნილი იყო ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების,  თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების, სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და უსაფრთხოების სექტორის საშუალო რგოლის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სტრატეგიულ კომუნიკაციებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში.

კურსს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ქართველ საჯარო მოხელეებთან ერთად ესწრებოდა ნატოს წევრი და  პარტნიორი ქვეყნების საჯარო მოხელები გაერთიანებული სამეფოდან, ლიტვიდან, სლოვაკეთის რესპუბლიკიდან და აზერბაიჯანიდან.

კურსს უძღვებოდნენ როგორც ქართველი, ასევე ისეთი წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები, როგორებიც არიან დოქტორი ნევილ ბოლტი - სამეფო კოლეჯის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის  დირექტორი (KCSC); მარკ ლეიტი - სტრატეგიული კომინიკაციების აკადემიის დირექტორი და პიტერ კლარკი - SHAPE-ის წარმომადგენელი.