მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი - სახელმძღვანელო ,, თავდაცვა და უსაფრთხოება“.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით, დაიწყო მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი - სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“ , „სამხედრო საქმე“.

აღნიშნული სასწავლო ღონისძიება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენელბობის სკოლის დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ მელქაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ტრენინგი მიზნად ისახავს, საგნის  „თავდაცვა და უსაფრთხოება“   საპილოტე პროგრამისთვისა და სასწავლო კურსის „სამხედრო საქმე“ ოცდათხუთმეტამდე მონაწილის გადამზადებას. იგი მოიცავს სახელმძღვანელოს ყველა თემას, მასწავლებელთა სახელმძღვანელოს და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიას.

პროგრამა მოიცავს სახელმძღვანელოში გათვალისწინებულ ისეთ საკითხებს როგორიცაა: საერთაშორისო უსაფრთხოება; ეროვნული უსაფრთხოების სისტემა; საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები; ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია; სამოქალაქო უსაფრთხოება და სხვა. ასევე, თანამედროვე სასკოლო სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვას.  აღსანიშნავია, რომ

ტრენინგს გაუძღვებიან ქართველი ექსპერტები.

ტრენინგი ტარდება ქართულ ენაზე და გაგრძელდება 4 დღის განმავლობაში.