DIB სკოლაში კეთილსინდისიერების ამაღლების შესახებ კურსი ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების შესახებ კურსი ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ალიანსის კეთილსინდისიერების აღმშენებლობის (BI) დირექტორატის ტრენერთა ჯგუფსა და ტრენინგის მსმენელებს შეხვდა. ლელა ჩიქოვანმა ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის ექსპერტებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვა.

ოთხდღიანი კურსის ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები გაეცნობიან კეთილსინდისიერების პრინციპების მნიშვნელობას, ანტიკორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ჩარჩოს, ქცევის კოდექსს, კორუფციის რისკებს, სამხედრო ოპერაციების დროს კეთილსინდისიერების ამაღლების თემას და აღნიშნულ საკითხებს კონკრეტული მაგალითების საფუძველზე განიხილავენ.

მონაწილეებს ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორი ალექსანდრე ვინიკოვიც შეხვდა. მან სიტყვით მიმართვისას ნატოს მიერ აკრედიტებულ სკოლასთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა.

კურსის მიზანია მოამზადონ კეთილსინდისიერების სწავლების ტრენერები, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლების  შესახებ სწავლებას უზრუნველყოფენ.

მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის კოორდინატორთან, ბენედიქტ ბორელთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა.