თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დელეგაცია 15-16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოს ქ. ბრიუსელს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრები გაიმართა ნატოს შტაბ-ბინასა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სამუშაო ჯგუფთან და გერმანიის მისიის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე  DIB სკოლის წარმომადგენლებმა შეაჯამეს სკოლის საქმიანობა,  წარადგინეს 2021-2025 წლის განვითარების სტრატეგია და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაილის ინსტიტუტთან მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაგეგმილი თანამშრომლობის პროექტი. შეხვედრები გაიმართა ნატოში სლოავაკეთისა და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელებთან.

შეხვედრის შემდგომ მონაწილეებმა პოზიტიურად შეაფასეს სკოლის პროგრესი და ერთხმად აღინიშნეს სკოლის განვითარების დადებითი დინამიკა.

სკოლის დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების კოლეჯთან. გამოითქვა სურვილი და მზაობა DIBS-ი  კოლეჯის ასოცირებულ წევრად იქნას მიწვეული.