ვიზიტი იმყოფებოდა გერმანიაში, ობერამერგაუს NATO- ს სკოლაში.

NATO ACT-ის მიწვევით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - ნინო ვერულაშვილი, როგორც NATO -ს ხარისხის უზრუნველყოფის ექპერტთა ჯგუფის მიწვეული ექსპერტი, იმყოფებოდა გერმანიაში, ობერამერგაუს NATO- ს სკოლაში (NATO School Oberammergau) გამართულ „ხარისხის უზრუნველყოფის “ კურსზე მომხსენებლად.

მისი მოხსენების თემას წარმოადგენდა NATO -თან თავსებადი ხარისხის მართვის სისტემის დანერგვისა და აკრედიტაციის კუთხით დაგროვილი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება კურსის მონაწილეებისთვის. აღნიშნული, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა აქტიურად განაგრძობს  NATO-ს მხარდასაჭერად საქმიანობას, რაც დადებითად აისახება NATO -საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის დინამიკაზე.