დასრულდა უსაფრთხოების საორიენტაციო კურსის მერვე მოდული: ‘’კონფლიქტის მართვა და მოლაპარაკების წარმოება’’

თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლაში, დასრულდა უსაფრთხოების საორიენტაციო კურსის მერვე მოდული: ‘’კონფლიქტის მართვა და მოლაპარაკების წარმოება’’.

აღნიშნული კურსის ფარგლებში მსმენელებმა მიმოიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ტომას-კილმანის ტესტი: კონფლიქტურ სიტუაციებში რეაგირების ინდივიდუალური სტილის განსაზღვრა (TKI™ instrument The Thomas–Kilmann Conflict Mode Instrument (TKI™); კონფლიქტის დეფინიცია და კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები; კომუნიკაციის პარადოქსი - კომუნიკაციის ბარიერები, რეზისტენტობისა და კონფლიქტის განმაპირობებელი მიზეზები; კომუნიკაციის მოდელი და ფსიქო-ემოციური ასპექტები - ,,Shannon &  Weaver-ის კომუნიკაციის მოდელი“  და ელემენტები; კონფლიქტის ფუნქციები და შემადგენელი ნაწილები; დესტრუქციული და კონსტრუქციული კონფლიქტი; კონფლიქტის წყაროები და ტიპები: ინფორმაციული კონფლიქტი; ინტერესთა კონფლიქტი; ღირებულებითი კონფლიქტი; ინსტიტუციური კონფლიქტი; ურთიერთდამოკიდებულებითი კონფლიქტი; ქცევითი სტრატეგიები კონფლიქტში და ძირითადი პრინციპები და სხვა.

ტრენინგს უძღვებოდა მაია ხოსიტაშვილი, ფსიქოგანათლების ცენტრის - ,,Psycho-solutions” დამფუძნებელი.

კურსის დასრულების შემდგომ მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.