„თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლეს პროგრამის“ მსმენელების ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლეს პროგრამას“ მსმენელები და სკოლის პერსონალი პროგრამის სასწავლო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში.

პარლამენტში სკოლის შემადგენლობას მასპინძლობა გაუწია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი ბერაიამ და თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. მათ სკოლის პერსონალს გააცნეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობის სფერო და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, რის შემდგომაც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა შეხვედრა.

სკოლის პერსონალი პარლამენტში სტუმრის რანგში ასევე დაესწრო პარლამენტის სასესიო შეხვედრას და დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტარიზმის მუზეუმი. საქართველოს პარლამენტში ვიზიტი წარმოადგენდა თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის “ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის“ მოდულის შემადგენელ ნაწილს, რომელიც სექტემბრიდან მიმდინარეობს და რომელსაც მსმენელების რანგში თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეების გარდა სხვა უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებიან.