თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლეს პროგრამას“ მოწვეული სპიკერის რანგში სტუმრობდა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე.

2022 წლის 17 ნოემბერს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლეს პროგრამას“ მოწვეული სპიკერის რანგში სტუმრობდა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე.

პროგრამის მსმენელებს საშუალება ჰქონდათ გენერლისაგან მოესმინათ სტრატეგიულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კონკურენტული და სწრაფადცვალებადი გარემოს ზეგავლენის ასპექტების შესახებ მისი მოსაზრებები.  

ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძის ვიზიტი წარმოადგენდა თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის, სტრატეგიული ლიდერობის მოდულის შემადგენელ ნაწილს, რომელიც სექტემბრიდან მიმდინარეობს და რომელსაც მსმენელების რანგში თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გარდა სხვა უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებიან.