თავდაცვის სკოლას მოწვეული სპიკერის რანგში სტუმრობდა ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, ქალბატონი მააიკე ვან კოლდამი.

2022 დეკემბერში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლეს პროგრამას“ მოწვეული სპიკერის რანგში სტუმრობდა ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, ქალბატონი მააიკე ვან კოლდამი.

ქალბატონმა ელჩმა წარმართა დისკუსია ორგანიზაციებში მრავალდეროვნებისა და ინკლუზიურობის მნიშვნელობაზე. ნიდერლანდების ელჩის  ვიზიტი წარმოადგენდა თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის, სტრატეგიული ლიდერობის მოდულის შემადგენელ ნაწილს, რომელიც სექტემბრიდან მიმდინარეობს და რომელსაც მსმენელების რანგში თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გარდა სხვა უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებიან.