„თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ მსმენელები და სკოლის პერსონალი, პროგრამის სასწავლო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ მსმენელები და სკოლის პერსონალი, პროგრამის სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, 2022 წლის 20 დეკემბერს იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ვიზიტისას სკოლის წარმომადგენლებს მასპინძლობა გაუწიეს საქართველოს საგარეო საქმეთ სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ბ-ნმა თორნიკე ფარულავამ და სამინისტროს წარმომადგენლებმა. მასპინძლებმა პროგრამის მსმენელებს გააცნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის ძირითადი მიმართულებები, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკის გამოწვევები და შესაძლებლობები. ბრიფინგის შემდგომ შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზიტი წარმოადგენდა თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის“ მოდულის შემადგენელ ნაწილს, რომელიც სექტემბრიდან მიმდინარეობს და რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეების გარდა მსმენელების რანგში ქვეყნის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებიც ესწრებიან.