თავდაცვის ძალების მეთაური თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამის მსმენელებს შეხვდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) მიმდინარე სტრატეგიული დონის - თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამის მსმენელები საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში იმყოფებოდნენ. სწავლების მონაწილეებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა და სტუმრებს თავდაცვის ძალების 2020-2030 წლების განვითარების გრძელვადიან გეგმაზე, უწყებათშორის თანამშრომლობასა და რეზერვის სისტემის განვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

პროგრამის მსმენელებს გენერალური შტაბის J-1, J-3, J-5 და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც შეხვდნენ. მათი პრეზენტაციები ძირითადად, უსაფრთხოების პოლიტიკასა და თავდაცვის ძალების სტრატეგიულ განვითარებას, საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოებას, თავდაცვის დაგეგმარებასა და მენეჯმენტს, სტრატეგიული ოპერაციებსა და ოპერატიულ დაგეგმარებას შეეხებოდა. 

თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიული პროგრამა საქართველოში პირველად ხორციელდება. მასში  თავდაცვის უწყების მაღალი რანგის სამხედრო წოდების ოფიცრები, სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები და უსაფრთხოების სფეროს უწყებების მენეჯერული რგოლის თანამშრომლები მონაწილეობენ. ექვსთვიანი პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ეროვნული უსაფრთხოების კუთხით მომუშავე ექსპერტების ლექციები, ასევე ვიზიტები პარტნიორ ქვეყნებში.  პროგრამა DIBS-ის მიერ განხორციელებული უწყებათაშორისი ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის კიდევ ერთი კარგი მაგალითია.