„თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ მსმენელების ვიზიტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ მსმენელები და სკოლის პერსონალი, პროგრამის სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ვიზიტისას სკოლის წარმომადგენლებს მასპინძლობა გაუწიეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. მასპინძლებმა პროგრამის მსმენელებს გააცნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე შსს-ოს საპატრულო პოლიციის როლი მართლწესრიგის დაცვის სფეროში. ბრიფინგის შემდგომ პროგრამის მსმენელებმა დაათვალიერეს საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრი და პოლიციის განახლებული საატრანსპორტო საშუალებების პარკი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიზიტი წარმოადგენდა თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის“ მოდულის შემადგენელ ნაწილს, რომელიც სექტემბრიდან მიმდინარეობს და რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეების გარდა მსმენელების რანგში ქვეყნის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებიც ესწრებიან.