თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „სამხრეთ კავკასია ფართო შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში“ საერთაშორისო კურსი დასრულდა.
კურსის მიზანია ქართველმა და საერთაშორისო მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღონ სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესახებ და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში მიმდინარე პროცესები გაანალიზონ. კურსის პროგრამა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სოციო-ეკონომიკური განვითარების დინამიკის მიმოხილვასაც მოიცავს.
ორკვირიანი კურსი განკუთვნილია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის იმ წარმომადგენლებისათვის, რომლებიც სამხრეთ კავკასიის თემატიკაზე მუშაობენ. წელს კურსს სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუმინეთისა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებისა და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
„სამხრეთ კავკასია ფართო შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში“ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში მეოთხედ იმართება.