თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „მოხელის მენეჯერული უნარების" პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამა დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს საჯარო სამსახურში დასაქმებულ I და II რანგის მოხელეთათვის მენეჯერული უნარების განვითარებას.
აღნიშნული კურსის ფარგლებში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი საჯარო მოსამსახურეები გაიაზრებენ საკუთარ როლს ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბებასა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვაში.
ასევე შეიძენენ იმ აუცილებელ ცოდნას ანტიკორუფციული პოლიტიკის, ორგანიზაციული ცვლილებების, ადამიანური რესურსების მართვისა და გუნდის განვითრების კუთხით, რაც საჭიროა ეფექტიანი მართვისთვის. გარდა მართვის პრაქტიკული და ეთიკური ასპექტებისა, პროგრამა ორიენტირებულია მოხელეთა სოციალური უნარების გაუმჯობესებაზე.
პროგრამა საშუალებას მისცემს მენეჯერს, ერთი მხრივ გაიაზროს ღირებულებების როლი და მნიშვნელობა საჯარო სამსახურში, ხოლო მეორე მხრივ, ყოველდღიურ საქმიანობაში მიღებული გადაწყვეტილება თუ განხორციელებული ქმედება დააფუძნოს საჯარო სამსახურისათვის მნიშნელოვან პრინციპებსა და ღირებულებებს.
პროგრამა განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მისდამი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისთვის.
პროგრამა 6 მარტს დაიწყო და 16 მარტს დასრულდება.