22-23 თებერვალს ბელგიის ქ. ბრიუსელში, გაიმართა ევროკავშირის, ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის კოლეჯის (ESDC) აკადემიური საბჭოს სხდომა. აღნიშნულ ღონისძიებას თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლოზ მელქაძე ესწრებოდა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ კოლეჯის ასოცირებული პარტნიორის სტატუსი გასული წლის დეკემბერში მოიპოვა.
საბჭოს სხდომის მოსამზადებელ პერიოდსა და ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობის შედეგად დაიგეგმა უსაფრთხოების რეფორმის ძირითადი კურსი (SSR), რომელიც გაიმართება 2023 წლის ნოემბერში ტორინოს პოსტ-კონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრთან ერთად.
ივლისის თვეში კი DIBS თბილისში უმასპინძლებს ერთიანი უსაფრთხობისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ტრენინგ პროგრამის მესამე მოდულს, პარტნიორი კი ავსტრიის თავდაცვის სამინისტრო იქნება.
სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლოზ მელქაძემ, შეხვედრაზე წარადგინა ევროპის ენერგო უსაფრთხოების ტრენინგის კონცეფცია. რაც ემსახურება მონაწილეებში ცნობადობის ამაღლებას ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე და ამ კონტექსტში მოიცავს სამხრეთ კავკასიის გაზრდილ როლს, შუა დერეფნის პროექტების აქტუალობის ზრდას, ენერგეტიკას, კონფლიქტებს და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს.
აღნიშნულ იდეას მიესალმა ESDC ხელმძვანელი, ბატონი ჰოლგერ ოსტერიედერი და ქართულ მხარეს ქსელის წევრებს შორის პარტნიორისა და დაფინანსების მოძიებაში დახმარება აღუთქვა.