“თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ მსმენელების ვიზიტი რუმინეთის რესპუბლიკაში 

“თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ მსმენელებისათვის „საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების“ მოდულის ფარგლებში განხორციელდა სასწავლო ტური რუმინეთის რესპუბლიკაში. სასწავლო ტურის ფარგლებში სასწავლო ჯგუფი იმყოფებოდა ქ. ბუქარესტში და ქ. კონსტანცაში. სასწავლო ჯგუფს ქონდა ოფიციალური შეხვედრები რუმინეთის კაროლ I სახელობის ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტში, რუმინეთის სამხედრო საზღვაო აკადემიასა და ქ. კონსტანცას სამოქალაქო საზღვაო პორტის ადმინისტრაციაში. სასწავლო ჯგუფს მასპინძლობა გაუწიეს რუმინეთის თავდაცვის უნივერსიტეტის რექტორმა ბრიგადის გენერალმა ეუგენ მავრისმა (Brigadier General Eugen MAVRIŞ), რუმინეთის საზღვაო აკადემიის რექტორმა კონტრ ადმირალმა თომა ალეკუმ (Rear Admiral (LH) Toma Alecu), თავდაცვისა და სამოქალაქო სექტორის სხვა ოფიციალურმა პირებმა.

სასწავლო ტურის მიზანი იყო პროგრამის მსმენელების ცოდნისა და განათლების ამაღლება ფართო შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოების კონტექსტთან დაკავშირებით. სასწავლო ტურის განმავლობაში მსმენელებმა რეალურ დროსა და სივრცეში მოისმენეს და განიხილეს რუმინეთის რესპუბლიკის პოზიცია რეგიონალური საფრთხეებისა და გამოწვევების თაობაზე, რუმინეთის როლზე ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში, რუმინეთის უმაღლესი სტრატეგიული დონის სამხედრო სასწავლო დაწესებულებების ამოცანებსა და ფუნქციებზე, რუმინეთის სამოქალაქო-საზღვაო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებსა და რუმინეთ-საქართველოს თანამშრომლობის გზებსა და გამოწვევებზე. ტურის ფარგლებში სასწავლო ჯგუფმა დამატებით მოინახულა რუმინეთის რესპუბლიკის პარლამენტი, სამხედრო საზღვაო ხომალდი, სასწავლო დაწესებულებების ინფრასტურქტურა და რუმინეთის კულტურული ღირსშესანიშნაობები.

პროგრამის მსმენელები ქ. ბუქარესტში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს საელჩოში რუმინეთის რესპუბლიკაში, სადაც მათ მასპინძლობა გაუწია საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა. საელჩოში გაიმართა ორმხრივი დიალოგი საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხებზე.

სასწავლო ვიზიტი კოორდინირებული და ორგანიზებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რუმინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სამხედრო ატაშატის (რუმინეთის, მოლდავეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის რესპუბლიკებში) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენლების მიერ.