“თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ მსმენელებისათვის „საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების“ მოდულის ფარგლებში განხორციელდა სასწავლო ტური ბულგარეთის რესპუბლიკაში. სასწავლო ტურის ფარგლებში სასწავლო ჯგუფი იმყოფებოდა ქ. სოფიასა და ქ. პლოვდივში. სასწავლო ჯგუფს ქონდა ოფიციალური შეხვედრები ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და რაკასოვსკის სახელობის ეროვნულ თავდაცვის კოლეჯში. სასწავლო ჯგუფს მასპინძლობა გაუწიეს ბულგარეთის თავდაცვის კოლეჯის რექტორმა გენერალ მაიორმა თეოდორ დოჩევმა (Major General Todor Dochev) და ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ოფიციალურმა პირებმა.
სასწავლო ტურის მიზანი იყო პროგრამის მსმენელების ცოდნისა და განათლების ამაღლება ფართო შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოების კონტექსტთან დაკავშირებით. სასწავლო ტურის განმავლობაში მსმენელებმა რეალურ დროსა და სივრცეში მოისმენეს და განიხილეს ბულგარეთის რესპუბლიკის ხედვა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებზე, ბულგარეთის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, ბულგარეთის უმაღლესი სტრატეგიული დონის სამხედრო სასწავლო დაწესებულების ამოცანებსა და ფუნქციებზე, ასევე ბულგარეთ-საქართველოს თანამშრომლობის გზებსა და გამოწვევებზე. ტურის ფარგლებში სასწავლო ჯგუფმა დამატებით მოინახულა ბულგარეთში ისტორიული ძეგლები და სხვა კულტურული ღირსშესანიშნაობები.
პროგრამის მსმენელები ქ. სოფიაში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს საელჩოში ბულგარეთის რესპუბლიკაში. საელჩოს წარმომადგენლებთან წარიმართა საინტერესო დიალოგი საქართველო-ბულგარეთის თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხებზე.
სასწავლო ვიზიტი კოორდინირებული და ორგანიზებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ბულგარეთს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სამხედრო ატაშატის (რუმინეთის, მოლდავეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის რესპუბლიკებში) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენლების მიერ.