თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დელეგაციის ვიზიტი სლოვაკეთსა და ავსტრიაში

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS)  წარმომადგენლები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ექსპერტები ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის გენერალ მილან რასტისლავ სტეფანიკის სახელობის შეიარაღებული ძალების აკადემიას ესტუმრნენ.  ნატო-ს აკრედიტაციის პროცესის შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით,  შეხვედრა გაიმართა აკადემიის რექტორთან, ასოცირებულ პროფესორ ჯოზეფ უტერასთან . დელეგაციას ასევე უმასპინძლა  სლოვაკეთის რესპუბლიკის ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის ტრენინგ ცენტრის (PTEC) ხელმძღვანელმა და წარმომადგენლებმა.  ამავე ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრა ავსტრიის ქალაქ ვენის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორთან.