თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ნატოს დელეგაცია ეწვია

თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწის ბატონი ჯონათან პერიშის ხელმძღვანელობით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ნატოს დელეგაცია ეწვია.

შეხვედრის ფარგლებში, სკოლის დირექტორმა სტუმრებს სკოლის საქმიანობა გააცნო. განხილულ იქნა სკოლის განვითარების პერსპექტივები და ნატოს მხარდაჭერა აღნიშნული მიმართულებით. სკოლის მიერ მიღწეული შედეგები და წარმატება ბატონი პერიშის მიერ ხაზგასმით აღნიშნა.