სტრატეგიული კომუნიკაციის კურსი DIB-ში

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლა სამ დღიან კურსს „დეზინფორმაციის აღმოფხვრა სტრატეგიული კომუნიკაციის გზით“ მასპინძლობს. თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტები კურსის განმავლობაში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, დეზინფორმაციის აღმოფხვრის მეთოდებსა და გამართული მუშაობისთვის აუცილებელ პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ. ტრეინინგი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. აღნიშნულ კურსს მთავრობის ადმინისტრაციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა,საგარეო საქმეთა სამინისტროების, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმოამდგენლები ესწრებიან. კურსს „დეზინფორმაციის აღმოფხვრა სტრატეგიული კომუნიკაციის გზით“ ბრიტანეთიდან მოწვეული სპეციალისტები, პაულა ედვარდსი დაბენ ტაფტი უძღვებიან.